ევროკავშირი - ბელარუსში მომხდარ ინციდენტზე საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს, რათა დადგინდეს საერთაშორისო საავიაციო წესების ნებისმიერი დარღვევა

ეს ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი აღმაშფოთებელი მცდელობაა, ჩაახშოს ყველა ოპოზიციური ხმა, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, ნაბილა მასრალის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„23 მაისს ბელარუსის ხელისუფლებამ დაუშვებელი ნაბიჯი გადადგა და აიძულა სამოქალაქო თვითმფრინავი მინსკში ავარიულად დაშვებულიყო. ბელარუსის სამხედრო თვითმფრინავმა ევროპული კომპანიის საკუთრებაში მყოფ თვითმფრინავს, რომელიც ევროკავშირის ორ დედაქალაქს შორის რეისს ასრულებდა და 100-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა, დაშვება აიძულა. ერთ-ერთი მგზავრი, ბ-ნი რომან პროტასევიჩი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი ბელარუსიდან, ხელისუფლებამ დააკავა და ხელი შეუშალა მინსკის აეროპორტიდან თავდაპირველი დანიშნულების ადგილზე ჩასულიყო. ეს არის ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი აღმაშფოთებელი მცდელობა, ჩაახშოს ყველა ოპოზიციური ხმა. მოვითხოვთ ბატონი პროტასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ნაბილა მასრალი აღნიშნავს, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ საფრთხე შეუქმნა მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოებას და ინციდენტზე საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს.

„ბელარუსის ხელისუფლებამ საფრთხე შეუქმნა მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოებას. ამ ინციდენტზე საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს, რათა დადგინდეს საერთაშორისო საავიაციო წესების ნებისმიერი დარღვევა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ნაბილა მასრალის ცნობით, აღნიშნულ საკითხს ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ.

„ევროკავშირი განიხილავს ამ ქმედების შედეგებს, მათ შორის პასუხისმგებელი პირების მიმართ ზომების მიღებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა