ხატია დეკანოიძე - 29 ან 30 მაისს მოწვეული იქნება „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭო, სადაც ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებთ

დაახლოებით რამდენიმე დღეში, შაბათს, ან კვირას მოწვეული იქნება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭო, ჩვენ იქ მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საზოგადოებას აჩვენოს, რა განასხვავებთ მათ „ქართული ოცნებისგან“ .

„ჩემი არგუმენტია, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ახალ ვითარებაში, ამ ახალ გარემოებაში უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ვაჩვენოთ რეალური განსხვავება "ქართულ ოცნებასთან“. ამიტომ, თვის ბოლოს, დაახლოებით რამდენიმე დღეში, შაბათს, ან კვირას მოწვეული იქნება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭო, ჩვენ იქ მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას“, - აღნიშნავს დეკანოიძე.

კითხვაზე, როგორც შეაფასებს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩიხურ მდგომარეობაშია, დეკანოიძე განმარტავს, რომ პარტიისთვის მისი და „ქართული ოცნების“ განცხადებები საინტერესო არ არის.

"ქართული ოცნების" და ირაკლი ღარიბაშვლის განცხადებები ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო არ არის. "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა და მისი გადაწყვეტილება, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა დესტრუქციულ განცხადებებს გააკეთებს ღარიბაშვილი, ჩვენთვის ამ შემთხვევაში, ყველაზე ნაკლებად გასათვალისწინებელია.

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ადამიანების, ჩვენი ღირსეული მხარდამჭერების აზრი, როგორიც არ უნდა იყოს მათი დამოკიდებულება.

მე მომხრე ვარ იმის, რომ საპარლამენტო საქმიანობა გამოვიყენოთ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და არა ერთადერთი.

როდესაც ჩვენ რეჟიმი ყველა მიმართულებით გვებრძვის, როდესაც რეჟიმი იყენებს ყველაფერს, მათ შორის, სუს-ი, ფინანსური რესურსები, ჩვენ ყველგან უნდა დავუპირისპირდეთ „ქართულ ოცნებას“. ვანახოთ რეალური განსხავება, როგორია ნამდვილი ოპოზიცია და როგორია "ქართული ოცნება", - აღნიშნავს დეკანოიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა