ბექა დავითულიანი - ჯერ ვერ გაიგებთ, ვინ იყრის კენჭს თბილისის მერობის კანდიდატად, თუმცა საბოლოო ჯამში, რთულად ამოსაცნობი არ არის

ჯერ ვერ გაიგებთ, ვინ იყრის კენჭს თბილისის მერობის კანდიდატად, თუმცა რთულად ამოსაცნობი საბოლოო ჯამში არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა უმრავლესობის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მერობის კანდიდატის ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

"განვიხილავთ წინა საარჩევნო პროცესებს, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს. ჯერ ვერ გაიგებთ, ვინ იყრის კენჭს თბილისის მერობის კანდიდატად, თუმცა რთულად ამოსაცნობი საბოლოო ჯამში არ არის. გაიგებთ ამას როგორც დრო მოვა", - განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საორგანიზაციო და რეგიონებში „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრების საკითხები განიხილება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა