მალაიზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში მატარებლების შეჯახების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მეტროს მატარებელი, რომელშიც 213 მგზავრი იმყოფებოდა, გვირაბში ცარიელ მატარებელს შეეჯახა.

”ჩვენ კვლავ ვიძიებთ მომხდარს, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ მატარებლების ოპერაციის კონტროლის ცენტრიდან არასწორი კომუნიკაცია განხორციელდა,”- განაცხადა რაიონის პოლიციის უფროსმა მოჰამად ზეინალ აბდულამ ჟურნალისტებთან საუბარში.

გავრცელებული ინფორმაციით, 213 დაშავებულიდან 47 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენებს კიმსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა