აშშ საკუთარ მოქალაქეებს იაპონიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, იაპონიაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტია გავრცელებული.

„მოქალაქეებმა თავი უნდა აარიდონ იაპონიაში ყველანაირ მოგზაურობას. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, სრულად ვაქცინირებული მოგზაურებიც კი შესაძლოა კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტით დაინფიცირდნენ და გაავრცელონ ვირუსი“, - აღნიშნულია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებაში.

გაფრთხილება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, იაპონიაში არ გაემგზავრონ.

„ნუ გაემგზავრებით იაპონიაში კოვიდ 19-ის გავრცელების გამო“, - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა იაპონიაში მოგზაურობასთან დაკავშირებით უმაღლესი, მე-4 დონის გაფრთხილება გამოსცა.

ცნობისათვის, იაპონიაში, სადაც ამჟამად კოვიდ 19-ის გავრცელების მეოთხე ტალღას ებრძვიან, პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 718 864 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ვირუსს 12 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა