ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტს სისტემური კორუფციის შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართავს

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტს სისტემური კორუფციის შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართავს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში კორუფციის თვალსაზრისით უმძიმესი მდგომარეობაა და მარტო საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვების 45% „ქართული ოცნების“ შემომწირველებმა მიიღეს.

„ნაცვლად იმისა, რომ ინვესტიციები ვაქცინების წინასწარ შეყიდვაზე განხორციელებულიყო, ადამიანები პირდაპირი შესყიდვების მოპოვებით იყვნენ დაკავებული. ზოგადად, სახელმწიფო შესყიდვებში მაღალია იმ კომპანიათა წილი, რომელიც „ქართული ოცნების“ შემომწირველია. 2020 წელს 172 მილიონის ოდენობის კონტრაქტი შემომწირველებმა მიიღეს. ბოლო წლებში არც ერთი დიდი კორუფციული საქმე არ გახსნილა. რეგიონებში თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაახლოებით 665 მილიონ ლარზე მეტის საეჭვო კონტრაქტი მიიღეს. ბოლო წლებში ასევე გამოიკვთა ელიტური კორუფცია“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა