ენტონი ბლინკენი - აშშ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი და ასევე აქტიურად ჩაერთვება ღაზას სექტორის აღდგენასა და კონფლიქტის პოლიტიკურ გადაჭრაში.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა აქ ჩამოსვლა ოთხი მიზეზის გამო მთხოვა: ისრაელის უსაფრთხოების მიმართ შეერთებული შტატების ერთგულების დემონსტრირების მიზნით, უფრო მეტი სტაბილურობისთვის მუშაობის, ღაზაში გადაუდებელი ჰუმანიტარული რეკონსტრუქციისა და პალესტინის ხელმძღვანელობასა და ხელისუფლებასთან ჩვენი ურთიერთობების აღდგენის გაგრძელების მიზნით,“- განაცხადა ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ღაზას სექტორში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

„ჩვენ ვიცით, რომ ძალადობის დაბრუნების თავიდან ასაცილებლად, ცეცხლის შეწყვეტის შედეგად შექმნილი სივრცე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გამოწვევების უფრო ფართო სპექტრის, მათ შორის ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის, დასაძლევად და აღდგენის დასაწყებად ვიმუშაოთ. დღეს აშშ-ის მნიშვნელოვან წვლილის შესახებ გამოვაცხადებთ. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ „ჰამასმა“ დახმარებიდან სარგებელი არ ნახოს,“- განაცხადა ბლინკენმა.

„ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ, რომ გავზარდოთ შესაძლებლობა ღაზაში და დასავლეთ სანაპიროზე. მსგავსი ინვესტიციები ხელს შეუწყობს უფრო სტაბილური გარემოს შექმნას, რომელიც სარგებელს მოუტანს პალესტინელებსაც და ისრაელელებსაც,” - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი ისრაელში დღეს ჩავიდა. ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში ის დასავლეთ სანაპიროს, კაიროსა და ამანსაც ესტუმრება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ