ირაკლი სესიაშვილს, მარიამ ქვრივიშვილსა და სალომე მუჯირს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ

პარლამენტის სამ დეპუტატს ირაკლი სესიაშვილს, მარიამ ქვრივიშვილსა და სალომე მუჯირს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

პარლამენტმა გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ირაკლი სესიაშვილმა და მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს, სადაც პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობები დაიკავეს.

სალომე მუჯირი კი „გირჩის“ საარჩევნო სიით გასული პარლამენტის წევრი იყო. „გირჩმა“ ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო სია ჩახსნა, ხოლო პარლამენტის მოქმედმა წევრმა სალომე მუჯირმა უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება დაწერა იმ მიზნით, რომ პარლამენტის წევრი „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი გახდეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა