კახა კახიშვილი - საუბნო საარჩევნო კომისია წყვეტს არჩევნების ბედს, შესაბამისად, წევრთა კვალიფიკაციის, ხელფასებისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები უნდა მოწესრიგდეს

დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია და აუცილებელია მის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები მოწესრიგებული იყოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატმა დღეს პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი განიხილეს.

კახიშვილმა იმ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები 18 წლის ასაკიდან ირჩევიან.

დეპუტატის თქმით, არჩევნების ბედს სწორედ საუბნო საარჩევნო კომისია წყვეტს, შესაბამისად, საჭიროა მოწესრიგდეს წევრთა კვალიფიკაციასთან, ხელფასებთან, სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები.

„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები 18 წლის ასაკიდან ირჩევა. საუბნო საარჩევნო კომისია წყვეტს არჩევნების ბედს. შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე პირები ზუსტად პირველ დარტყმას იღებენ და ასე მე ვერ დაგეთანხმებით. თუ არ იქნება კვალიფიკაცია და ხელფასის უზრუნველყოფა, გადაწყვეტილია არჩევნების ბედი, რადგან ეს სწორედ იქ წყდება“, - განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში ნათლად უნდა აისახოს და განიმარტოს, რას ნიშნავს და გულისხმობს ელექტრონული არჩევნები, რომ სამომავლოდ თავიდან იყოს აცილებული სერვერებთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებული გაუგებრობა; კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე შეკრების აკრძალვასთან დაკავშირებით კი, კახიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული მანძილი შემოხაზული უნდა იყოს.

გარდა ამისა, დეპუტატს კითხვები აქვს საკონსულტაციო საბჭოსთან მიმართებაში, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარესთან უნდა შედგეს და დავებთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცეს.

„მაშინ, როცა საკონსულტაციო საბჭოს წევრები ამავდროულად წარმოადგენენ მხარეს და დამკვირვებლებს საარჩევნო პროცესზე, როგორ წარმოგიდგენიათ, დამკვირვებელი, რომელსაც აქვს უფლება, საჩივარი შეიტანოს, აძლევს ცესკო-ს რეკომენდაციას, როგორ უნდა განიხილოს არჩევნები. ხელოვნურად ნუ გავზრდით არჩევნებზე საჩივრების რაოდენობას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა სხდომაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა