სვეტლანა ტიხანოვსკაია - რომან პროტასევიჩი ვიდეოჩანაწერში ამბობს, რომ კანონიერად ექცევიან, მაგრამ ის აშკარად ნაცემია - ეჭვი არ არის, რომ იგი აწამეს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსის მედიის მირ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს ეხმიანება, სადაც დაკავებული ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზებას „აღიარებს.“

„ის აცხადებს, რომ კანონიერად ექცევიან, მაგრამ აშკარად ნაცემია და ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ეჭვი არ არის, რომ აწამეს. ის მძევლად აიყვანეს", - განაცხადა ტიხანოვსკაიამ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, ბელარუსის მედიამ გუშინ გაავრცელა ვიდეო, სადაც დაკავებული ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი აცხადებს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს. პროტასევიჩი ასევე აღნიშნავს, რომ სამართალდამცავები მას „მაქსიმალურად კორექტულად და კანონიერად“ ექცევიან. ამასთან, ჟურნალისტის განცხადებით, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან და აძლევს აღიარებით ჩვენებას მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა