გერმანიის ელჩი - ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსები გაერთიანდნენ და მიაღწიონ კონსენსუსს იმაზე, თუ რა არის საჭირო შარლ მიშელის გეგმის კანონებში ასახვისთვის - მჯერა, ამას შეძლებენ

გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსები გაერთიანდნენ და მიაღწიონ კონსენსუსს იმაზე, თუ რა არის საჭირო შარლ მიშელის გეგმის კანონებში ასახვისთვის. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„კარგი შეხვედრა მქონდა „ლელოს“ წევრებთან და პარტნიორებთან. ჩვენ განვიხილეთ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი, რთული ამოცანები. მე ვუსურვებ ფრაქცია „ლელოს“, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ და მოქალაქეებს, რომ გადაჭრან ეს რთული საკითხები. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსები გაერთიანდნენ და მიაღწიონ კონსენსუს იმაზე, თუ რა არის საჭირო შარლ მიშელის გეგმის კანონებში ასახვისთვის. ეს ამოცანა დგას საქართველოს პარლამენტის წინაშე და მე მჯერა, რომ ამას შეძლებენ, თუკი საკითხს კარგი თანამშრომლობის სულისკვეთებით მიუდგებიან“, - განაცხადა ქნირშმა.

ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობაზე ელჩმა განცხადებებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ცალკეულ კანონებზე კომენტარი არ სურს.

„მე ნამდვილად არ მსურს კომენტარი გავაკეთო დღის წესრიგში არსებულ ცალკეულ კანონებზე, სხვადასხვა წინადადებებზე. ჩვენ ვიცით რა არის მიშელის გეგმაში, ჩვენ ვიცით რა არის 19 აპრილის შეთანხმებაში. ახლა ქართულ პარტიებზეა დამოკიდებული და არა საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებზე, რომ ამ შეთანხმების კანონში ასახვისთვის სწორი გზა იპოვონ“ , - აღნიშნა ელჩმა.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს