ჯო ბაიდენი - გაზსადენ Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციები ევროპასთან ურთიერთობებისთვის კონტრპროდუქტიული იქნებოდა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, გაზსადენ Nord Stream 2-ის პროექტში ჩართული კომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ პროექტი თითქმის დასრულებულია და სანქციების დაწესებამ შესაძლოა ევროპასთან ურთიერთობებს ზიანი მიაყენოს.

კითხვაზე, თუ რატომ აძლევს ის გერმანიასა და რუსეთს პროექტის დასრულების საშუალებას, ბაიდენმა უპასუხა: ”რადგან იგი თითქმის მთლიანად დასრულებულია, პირველი... ვფიქრობ, ახლა სანქციების დაწესება ევროპასთან ჩვენი ურთიერობების თვალსაზრისით კონტრპროდუქტიული იქნება,“- აღნიშნა ბაიდენმა.

იყავით კონტრპროდუქტიული ჩვენი ევროპული ურთიერთობების თვალსაზრისით. ”

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ აშშ-მა გაზსადენ Nord Stream 2 -ის პროექტში ჩართულ კომპანიას - Nord Stream 2 AG-ს და მის აღმასრულებელ დირექტორს, მათიას ვარნინგს სანქციები გაუუქმა. სააგენტოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ანგარიში გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია Nord Stream 2 AG და მისი აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია, ისეთ საქმიანობაში არიან ჩართული, რომელიც ამერიკის კანონმდებლობის შესაბამისად, სანქციებს იმსახურებს. თუმცა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთოხებიდან გამომდინარე, დეპარტამენტი სანქციებზე უარს აცხადებს.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენი - გაზსადენ Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციები ევროპასთან ურთიერთობებისთვის კონტრპროდუქტიული იქნებოდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა