სამხრეთ კორეაში ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

სამხრეთ კორეაში ის მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა აქვთ გაკეთებული, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.

Reuters-ის ინფორმაციით, ახალი წესი ივლისიდან ამოქმედდება.

ქვეყნის ხელისუფლება ამ გზით გეგმავს, მოქალაქეები წაახალისოს და სექტემბრამდე მოსახლეობის დაახლოებით 70%-ის ვაქცინაცია განახორციელოს.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეაში, სადაც 52 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ მხოლოდ 7.7%-ს აქვს გაკეთებული. ქვეყანაში, პანდემიის დაწყებიდ დროიდან, კორონავირუსის 137 682 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 1 940 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო: სამხრეთ კორეაში ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა