სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. მთავრობის განცხადებით, არჩევნებმა აჩვენა, რომ სირია, ათწლიანი ომის მიუხედავად, ნორმალურად ფუნქციონირებს, თუმცა ოპოზიცია და დასავლური ქვეყნები არჩევნებს განიხილავენ, როგორც მხოლოდ საშუალებას ბაშარ ალ-ასადისთვის, კიდევ ერთი, მეოთხე ვადით შეინარჩუნოს ძალაუფლება.

არჩევნებში ბაშარ ალ-ასადთან ერთად ორი კანდიდატი მონაწილეობს: მინისტრის ყოფილი მოადგილე აბდალა სალომ აბდალა და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მაჰმუდ აჰმედ მარეი. არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-მა, დიდი ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ სირიის არჩევნები „არც თავისუფალია და არც სამართლიანი".

”ჩვენ ვგმობთ ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებას გაეროს უშიშროების საბჭოს 2254 რეზოლუციით აღწერილი ჩარჩოების მიღმა არჩევნების ჩატარების შესახებ და მხარს ვუჭერთ ყველა სირიელის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც დაგმეს და არალეგიტიმურად შეაფასეს საარჩევნო პროცესი,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, ბაშარ ალ-ასადი სირიის ხელისუფლებაში 2000 წლიდან არის, მამამისის ჰაფეზის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ქვეყანას 30 წლის განმავლობაში მართავდა. ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ქვეყანაში 2011 წელს მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც 10-წლიან ომში გადაიზარდა. კონფლიქტის შედეგად ასობით ათასობით ადამიანი დაიღუპა, 11 მილიონი კი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

იხილეთ ვიდეო:სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა