ინდოეთს ციკლონი „იაასი“ დაატყდა თავს, დაღუპულია ორი ადამიანი

ინდოეთს ციკლონი „იაასი“ დატყდა თავს. სტიქიას ერთ-ერთ შტატში სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ გარდაცვლილი 15 წლის ბიჭია, რომელიც მაშველებმა ტბორში აღმოაჩინეს.

სტიქიის გამო 1.2 მილიონ ადამიანს საცხოვრებელი ადგილების დატოვება და თავშესაფრის ძებნა მოუწია.

ინდოეთის მეტეოროლოგიურმა დეპარტამენტმა „იაასს“ „ძალიან მკაცრი ციკლონური შტორმის“ კლასიფიკაცია მიანიჭა. მეცნიერები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ინდოეთის ოკეანეში ციკლონები სულ უფრო ხშირი და მკაცრი ხდება, რადგან კლიმატის ცვლილებამ წყლის ტემპერატურის მატება გამოიწვია.

გასულ კვირას, ინდოეთის დასავლეთ ნაწილს ციკლონი „ტაუკტაე“ დაატყდა თავს, რომელსაც სულ მცირე 155 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო:ინდოეთს ციკლონი „იაასი“ დაატყდა თავს, დაღუპულია ორი ადამიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა