ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთისგან Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსაციას მოითხოვს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსს Ryanair -ის თვითმფრინავის ავარიულად დაჯდომასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა აუნაზღაურონ.

„თუ თქვენ სანქციების კიდევ ერთ პაკეტს ამზადებთ, ნუ დაივიწყებთ ბელარუსული მხარის მიერ ინციდენტის გამოძიების დროს გაწეული ხარჯების კომპენსირებას. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, მესანგრეები, კინოლოგები, ანტიტერორისტული და სხვა სამსახურები. ისინი ჩაერთნენ საერთაშორისო წესებისა და ჩვენი კანონების შესაბამისად. ამისათვის თქვენ უნდა გადაიხადოთ ”, - განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის საფრთხის საბაბით მინსკში ავარიულად დასვეს და თვითმფრინავში მჯდომი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი, მეგობარ გოგონასთან ერთად, დააკავეს.

იხილეთ ვიდეო:ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთისგან Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსაციას მოითხოვს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა