ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის შეხვედრა 28 მაისს გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის შეხვედრა 28 მაისს გაიმართება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა.

"დიახ, ამგვარი სამუშაო ვიზიტისთვის მზადება მიმდინარეობს. ეს იქნება საუბარი ორ პრეზიდენტს შორის, რომელიც, როგორც დაგეგმილია, გაგრძელდება სამუშაო ლანჩის განმავლობაში", - აღნიშნა პესკოვმა და დასძინა, რომ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებების გაკეთება არ იგეგმება.

მისივე თქმით, ლუკაშენკოს ექნება შესაძლებლობა, რუსეთის პრეზიდენტს დეტალურად გააცნოს Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გარემოებები.

იხილეთ ვიდეო:ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის შეხვედრა 28 მაისს გაიმართება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა