ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აღნიშნეს

ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მყოფმა ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის საზღვრის გარეთ აღნიშნეს. ამის შესახებ „ინტერპრესსნიუს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საზეიმო ღონისძიებები გაიმართა ავღანეთში, ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის ბაზაზე და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე მოანას კემპზე.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ბანგიში კი, ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშა აღიმართა. ქართველ სამშვიდობოებს დამოუკიდებლობის დღე საერთაშორისო მისიებში პარტნიორი ქვეყნების კონტინგენტის წარმომადგენლებმაც მიულოცეს. მათ განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობა გლობალური უსაფრთხოების საქმეში და მშვიდობისმყოფელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. ავღანეთში საზეიმო ღონისძიება ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.

ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა ავთანდილ იოსელიანმა „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის ბაზის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი კარლოს ოკუონდო თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. გაძლიერებული ასეულის მეთაურმა, მაიორმა გიორგი იაკობაშვილმა კი, პირად შემადგენლობას სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა.

იხილეთ ვიდეო:ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აღნიშნეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა