შვეიცარიის საგარეო უწყების მტკიცებით, Ryanair-ის თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება ბელარუსისთვის არ გაუგზავნიათ

შვეიცარიის ხელისუფლებამ არაფერი იცოდა გასულ კვირაში Ryanair- ის თვითმფრინავში აფეთქების საფრთხის არსებობის შესახებ, - ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის პრესსპიკერმა პიერ-ალან ელშტინგერმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

„ასეთი შეტყობინება შვეიცარიის ხელისუფლებას ბელარუსის მთავრობისთვის არ გაუგზავნია “, - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკომ მტკიცებით, ბელარუსმა შვეიცარიიდან მიიღო ელექტრონული წერილი, სადაც ეწერა, რომ Ryanair-ის თვითმფრინავში, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ბომბი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო