ანონსი 27 მაისი

27 მაისს, 08:30 საათზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით პროექტს ფარგლებში „ციფრული დღეები საქართველოში“ პოპულარული უცხოელი ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის თბილისის ტური გაიმართება.
მის.: მეტეხის ტაძარი, აბანოთუბანი, გაბრიაძის საათი.
27 მაისს, 09:30 საათზე, „სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ამკრძალავი ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი" (ნააკ) - ღონისძიების გახსნა გაიმართება.
მის: საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
27 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრის, ზაზა ლომინაძის ახალგაზრდა, სტუდენტური პარლამენტის წევრებთან შეხვედრა გაიმართება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)
27 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე" ფარგლებში მიღებული დასაბუთებული მოსაზრებების ზეპირი მოსმენების მეორე ეტაპი გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).
27 მაისს, 10:30 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული).
27 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ესტონეთის რესპუბლიკის სტულუფლებიან და საგანგებო ელჩთან საქართველოში, რიინა კალიურანდთან შეხვედრა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N704 (C კორპუსი, VII სართული).
27 მაისს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, სამართლებრივი კვლევის პრეზენტაციას გამართავს და სარეკომენდაციო წინადადებებს გამოაქვეყნებს.
თემა: „გელათი - მსოფლიო კულტურული ძეგლის ირგვლივ გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა და სამართლებრივი ანალიზი“.
მის: დავით აღმაშენებლის გამზ. 140 ბ, სასტუმრო „სითი ავენიუ“.
საკონტაქტო: 599 291202
27 მაისს, 12:00 საათზე, „ჯეოქეისის" თანაორგანიზებით გაიმართება ონლაინ დისკუსია თემაზე აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები. https://www.facebook.com/events/818940599036319
27 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელებს.
სხდომაზე დისტანციური მონაწილეობისათვის ბმულის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნონ არაუგვიანეს 27 მაისის 11:00 საათისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pr@gnerc.org.
27 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
27 მაისს, 12:25 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ანჟეი დუდასთან შეხვედრა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).
27 მაისს, 13:00 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებას შეიტანენ.
საკონტაქტო: 579 95 76 65
27 მაისს, 13:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).
27 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხული სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული).
27 მაისს, 15:30 საათზე, „ციფრული დღეები საქართველოში“ ფარგლებში უცხოელი ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის შატო მუხრანში მიღება გაიმართება.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და USAID-ის წარმომადგენლები დაესწრებიან.
27 მაისს, 17:00 საათზე, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ყოველწლიური კონფერენცია #GEODEM2021 ონლაინ ფორმატში ჩატარდება. პანელზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://us02web.zoom.us/webinar/register/WN_3FObcsXSTieuWSJezttvIA
თემა: დაბალი ხარისხის არჩევნები საქართველოში: უკურნებელი სენი თუ მოგვარებადი პრობლემა?
27 მაისს, 18:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ონლაინ შეხვედრა „Monte Carlo Masters" საერთაშორისო კონკურსის დამფუნძნებელებთან პრინც რენიეს პატრონაჟით ბატონ ჟან მარი და შანტალ ფურნიესთან გაიამართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N704 (C კორპუსი, VII სართული).

























