პოლონეთის მთავრობამ ბელარუსის თვითმფრინავებს ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა

პოლონეთის მინისტრთა კაბინეტმა ბელარუსის თვითმფრინავებს თავისი ქვეყნის ტერიტორიის თავზე ფრენა აუკრძალა. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პეტრ მიულერმა განაცხადა.

„მინისტრთა კაბინეტმა აკრძალა პოლონეთის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავების შესვლა, რომელთა ექსპლუატაციასაც ბელარუსი გადამზიდავები ახორციელებენ. ეს არის სანქციის რეალიზაციის ელემენტი, რომელთა შესახებაც თავის დროზე ითხოვდა პოლონეთის პრემიერ - მინისტრი მატეუშ მორავეცკი“, - წერს მიულერი „ტვიტერის“ გვერდზე.

ცნობისთვის, მორავეცკიმ ვიშეგრადის ჯგუფის სახელით (პოლონეთი, ჩეხეთი,სლოვაკეთი, უნგრეთი) ევროპულ კავშირს შესთავაზა შეწყვიტოს ავიამიმოსვლა ბელარუსთან, ვიდრე არ გაათავისუფლებს რომან პროტასევიჩს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო