გურამ მაჭარაშვილი - არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საერთაშორისო პარტნიორების ინტერესის სფერო არ არის „ნაცმოძრაობა“ - დაფიცებიდან დაგინებამდე იძახდნენ, პარლამენტში არ შევალთო და ახლა იმის გამართლებას იწყებენ, როგორმე მოახერხონ

„ნაციონალური მოძრაობა“ დაფიცებიდან დაგინებამდე იძახდა, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ თუ ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნაო და ახლა იწყებენ იმის გამართლებას, რომ როგორმე მოახერხონ და შევიდნენ საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი ურთიერთგამომრიცხავი ნაბიჯები არის მათი ბუნება.

„არამხოლოდ ჩვენი, არამედ საერთაშორისო პარტნიორების ინტერესის სფერო ნამდვილად არ არის „ნაცმოძრაობა“ იმიტომ, რომ თვითონ ჩაიგდეს ასეთ მდგომარეობაში თავი. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკურმა ძალამ ნაცვლად იმისა, რომ არჩევნების შემდგომ პარლამენტში შესულიყო და საქმიანობა გაეგრძელებინა, გამოაცხადა საბოტაჟი და არა ბოიკოტი, რომელიც განსხვავებულია. ბულინგის ქვეშ ჰყავდა ყველა პოლიტიკური ძალა და ეს გამოჩნდა იმის შემდგომ, რომ, როდესაც მათ დააღწიეს თავი „ნაცმოძრაობას“ ჩვენ შევძელით და მათთან შევჯერდით საარჩევნო კოდექსზე. ახლა იძულებულია ეს პოლიტიკური ძალა, რომ პარლამენტში შემოვიდეს და იწყებს ამის გამართლებას - დაფიცებიდან დაგინებამდე იძახდნენ, რომ ჩვენ პარლამენტში არ შევალთ თუ ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნაო და ახლა იწყებენ იმის გამართლებას, რომ როგორმე მოახერხონ და შევიდნენ საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამასთან მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის არაადეკვატური და სპეკულაციური მიდგომების მიუხედავად, მათ სურთ მიიღონ ისეთი ამნისტიის კანონპროექტი, რომელსაც „ქართული ოცნების“ და ასევე, ოპოზიციის მხარდაჭერა ექნება.

„ჩვენ მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ფარგლებში გვინდა, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად არაადეკვატური, არაარგუმენტირებული, სპეკულაციური მიდგომები არსებობს სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით, ამ კანონპროექტს ჰქონდეს მხარდაჭერა, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციის იმიტომ, რომ ეს სჭირდება საქართველოს. ჩვენი ეს ხედვა ემთხვევა ერთი ერთში ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ შედგენილი შეთანხმების ხედვას - ეს არის მამოტივირებელი. ხვალ კიდევ ერთი შეხვედრა, დამატებითი გვინდა ოპოზიციასთან. ჩვენ გვინდა, რომ ამ კანონპროექტს ან შეჯერებულ კანონპროექტს ჰქონდეს „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის მხარდაჭერა, მაგრამ პრინციპები აუცილებლად უნდა იყოს ის, რაც წერია შეთანხმებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამიტომ გვინდა დამატებითი კონსულტაციები. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგში, რომ ამ მიმდინარე სასესიო კვირაში გავიტანოთ ეს საკითხი. ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პროცედურულად, როდესაც სავალდებულო და წამყვან კომიტეტებზე და უკვე გავიდა და მხარდაჭერა მოიპოვა, ხვალ გავა სესიაზე, მაგრამ სესიამდე პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ ავიღეთ ეს ე.წ. რამდენიმე საათიანი ტაიმაუტი და აუცილებლად გვინდა, რომ შევჯერდეთ კიდევ ერთხელ ოპოზიციასთან“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა