დიმიტრი კულება - ნატოს ღია კარის პოლიტიკა დაპირებებით გამოკვების პოლიტიკად არ უნდა გადაიქცეს - 2021 წელი საუკეთესო დროა უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მისანიჭებლად

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება აცხადებს, რომ - ნატოს ღია კარის პოლიტიკა დაპირებებით კვების პოლიტიკად არ უნდა გადაიქცეს და უკრაინამ და საქართველომ წელს წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიიღონ.

„ბუქარესტის 2008 წლის სამიტის შემდეგ 13 წელი გავიდა და ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების განსახორციელებლად. როდესაც ზოგჯერ რეფორმების ნელა გატარებისთვის გვაკრიტიკებენ, მაშინ რა უნდა ვთქვათ ალიანსის გადაწყვეტილებების განხორციელებაზე, რომელსაც უკვე 13 წელია მტვერი ადევს? უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა დაპირებებით გამოკვების პოლიტიკად არ იქცეს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, 2021 წელი საუკეთესო დროა უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მისანიჭებლად.

„თუ 2008 წელს გაიცა დაპირება, რომ უკრაინა და საქართველო საბოლოოდ გახდებოდნენ ნატო-ს წევრები და ამ გზაზე შემდგომი ნაბიჯი წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაა, მაშინ რთული წარმოსადგენია უფრო უკეთესი და უფრო მნიშვნელოვანი მომენტი ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, ვიდრე 2021 წელია” – განაცხადა კულებამ.

მან უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ალიანსის წლევანდელ, 14 ივნისს დაგეგმილ სამიტზე უკრაინა არ მიიწვიეს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ესკალაციის ფონზე იმართება.

”ჩვენ გვესმის მოკავშირეების სურვილი დახურული სამიტის ჩატარების შესახებ ... მაგრამ არ გვესმის, როგორ შეიძლება არ მიეწვიათ უკრაინა“, - აღნიშნა კულებამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო