ნიგერიის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში ნავის ჩაძირვის შედეგად ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.
BBC-ის ცნობით, ნავზე 200-მდე მგზავრი მყოფებოდა და ამ დრომდე მხოლოდ 40-მდე მათგანის გადარჩენა მოხერხდა.
მგზავრების უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ, რომლებიც ნიგერის შტატიდან მეზობელ კების შტატში მიდიოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მაშველებმა წყლიდან 5 გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს.
უბედური შემთხვევის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ნავის გადატვირთულობა სახელდება, ვინაიდან ის მხოლოდ 80 მგზავრზე იყო გათვლილი.