საფრანგეთი გაერთიანებული სამეფოდან ტურისტების შესვლას ზღუდავს

საფრანგეთი, კორონავირუსის „ინდური ვარიანტის“ გავრცელების პრევენციის მიზნით, გაერთიანებული სამეფოდან ტურისტების შესვლას ზღუდავს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 31 მაისიდან ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში გაერთიანებული სამეფოდან შევა, ვალდებული იქნება 7-დღიანი კარანტინი გაიაროს.

მანამდე, გაერთიანებული სამეფოდან მგზავრობაზე შეზღუდვები დააწესეს გერმანიამ და ავსტრიამაც. კერძოდ, ქვეყნიდან გერმანიაში ჩასულ მგზავრებს ორკვირიანი კარანტინის გავლა უწევთ, ავსტრია კი 1 ივნისიდან გაერთიანებული სამეფოდან პირდაპირ ავიარეისებს აკრძალავს.

ცნობისათვის, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის B.1.617.2 ვარიანტის 3 500-მდე შემთხვევაა დადასტურებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა