აშშ-ში ჩინეთის საელჩო - კოვიდ-19 წარმოშობის საკითხის პოლიტიზირება ხელს შეუშლის გამოძიებას

აშშ-ში ჩინეთის საელჩოს განცხადებით, კოვიდ-19 წარმოშობის საკითხის პოლიტიზირება ხელს შეუშლის გამოძიებას.

”ზოგიერთი პოლიტიკური ძალა შეპყრობილია პოლიტიკური მანიპულირებითა და დაბრალების თამაშით. ჩინეთი მხარს უჭერს კოვიდ-19- ის ყველა ადრეული შემთხვევის ყოვლისმომცველ კვლევას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით საიდუმლო ბაზებსა და ბიოლოგიურ ლაბორატორიებში სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

გუშინ ჩინურმა გამოცემა Global Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ თუკი ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიის გამოძიება გაგრძელდება, შეერთებულმა შტატებმა გამომძიებლები საკუთარ ობიექტებშიც უნდა შეუშვას.

ცნობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად გამოძიების მეორე ეტაპისთვის ემზადება. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მან სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, კოვიდ 19-ის ვირუსის წარმოშობა დაადგინონ და საბოლოო მოხსენება 90 დღეში წარადგინონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო