ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატში, კოვიდ 19-ის „ინდური ვარიანტის“ გავრცელების გამო, ერთკვირიანი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა

ავსტრალიის ხელისუფლებამ, კოვიდ 19-ის „ინდური ვარიანტის“ გავრცელების გამო, ვიქტორიის შტატში 7-დღიანი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა. მომავალი კვირის განმავლობაში შტატში დაიხურება სკოლები, სალოცავები და ყველა არააუცილებელი საჭიროების დაწესებულება. მოქალაქეებს სახლიდან გასვლა აეკრძალებათ იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ისინი სამსახურში, საყიდლებზე, სავარჯიშოდ, სამედიცინო მომსახურების მიღების ან ვაქცინაციის მიზნით გადაადგილდებიან. სავალდებულოა პირბადის გამოყენება. ხელისუფლებამ „ლოქდაუნის“ მეოთხედ დაწესების გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალი შემთხვევის დაფიქსირების გამო მიიღო.

მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ჯეიმს მერლინოს განცხადებით, ახალ შემთხვევებს შორის ე.წ. „ინდურ შტამიც“ დაფიქსირდა.

„გვაქვს 10 000 პირველადი და მეორადი კონტაქტი, დაინფიცირების 150-ზე მეტი ადგილი, ამიტომ ახლა უნდა ვიმოქმედოთ”, - განაცხადა მერლინომ.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიაში, ვაქცინების მიწოდებასა და ლოჯისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს და ამ დრომდე მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებია ვაქცინირებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა