სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ს 5 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 222 409 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს დღემდე 4 416 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 212 265-ია.

ცნობისათვის, სომხეთში, 1-ელი ივნისიდან, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. 1-ელი ივლისიდან კი ის მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ, პირბადის ტარების ვალდებულებისგან დახურულ სივრცეებშიც გათავისუფლდებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს