თუშეთის ეროვნული პარკი ვიზიტორებისთვის გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა და თუშეთის ეროვნული პარკი პირველ ვიზიტორებს ელოდება.

მათივე ინფორმაციით, ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი ომალოში მდებარეობს, სადაც სასურველი ტურის დაგეგმვა, განთავსება და ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი ყველა არსებული მომსახურების შესახებ.

„თუშეთის ეროვნული პარკის 11 ტურისტული საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტები საშუალებას აძლევს ვიზიტორს თითქმის სრულად დაათვალიეროს და დატკბეს უნიკალური ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებით.

თუშეთში, დიდთოვლობის გამო, ტურისტული სეზონი მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება, მაისის ბოლოდან - ოქტომბრის ჩათვლით.

ეროვნულ პარკში მოგზაურობა შესაძლებელია ყველა იმ რეგულაციის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა