თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ტარიფი გაეზრდება

თბილისის მოსახლეობას გაზის ტარიფი გაეზრდება. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ტარიფის ცვლილება კომპანიის 20 მილიონიანმა დავალიანებამ გამოიწვია.

"კომპანია "თბილისი ენერჯიმ" მომართა მარეგულირებელ კომისიას სამომხმარებლო ტარიფის გადახედვის მიზნით, ვინაიდან მათ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 20 მლნ. ლარზე მეტი ზარალი დაუგროვდათ და პრაქტიკულად ხდებიან ვალაუვალი. მნიშვნელოვანია გადაიხედოს ტარიფები იმ თვალსაზრისით, რომ მათი ზარალი, რომელიც ლარის კურსის გაუარესების შედეგად მიიღეს, დაკომპენსირდეს. ჩვენ როცა ტარიფი დავადგინეთ კურსი იყო 2.97. ამის შემდეგ კომპანიას უფრო ძვირად უწევდა ენერგიის ყიდვა, ვიდრე ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფით ხდებოდა მოსახლეობისთვის მიწოდება. სწორედ ამან გამოიწვია კომპანიისთვის ზარალის დაგროვება. იმისთვის, რომ კომპანია გაიმართოს და შეძლოს უსაფრთხოდ, დადგენილი წესების მიხედვით ბუნებრივი აირის მიწოდება, მნიშვნელოვანია ეს არსებითი გადახრა გასწორდეს. ამ მიზნით განვიხილავთ სამომხმარებლო ტარიფების გადახედვის საკითხს. 20 მლნ ლარზე მეტი უნდა დაუკომპენსირდეს კომპანიას. ჩვენ ვიღებთ გაზის მოცულობას, საშუალო ვალუტის კურსს თვეების მიხედვით და იმის შესაბამისად ვახდენთ გადაანგარიშებას. ტარიფების დეპარტამენტი წარმოგვიდგენს დაანგარიშებას, კომისია იმსჯელებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. სამომხმარებლო ტარიფი გაიზრდება და თბილისში მცხოვრებ აბონენტებს შეეხებათ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე ღია სხდომაზე იმსჯელებს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა