სვეტლანა ტიხანოვსკაია - ლუკაშენკო ჩემს ქვეყანას ევროპის ჩრდილოეთ კორეად აქცევს

ევროკავშირის სტრატეგიამ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციის წინააღმდეგ არ იმუშავა, - ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ევროპარლამენტის საგარო საქმეთა სამინისტროს სხდომაზე ვიდეოჩართვის დროს განაცხადა.

„ევროკავშირის მიდგომამ, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ეტაპობრივად გაძლიერებულ ზეწოლას გულისხმობდა, ვერ შეძლო მისი ქცევის შეცვლა და მხოლოდ დაუსჯელობის გრძნობა და მასიური რეპრესიები გამოიწვია. ახლა მე ევროპარლამენტს მოვუწოდებ, დარწმუნდეს, რომ საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ Ryanair-ის რეისის ინციდენტით,“ - განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

მისი თქმით, პასუხი ბელარუსში არსებული ზოგადი სიტუაციისკენ უნდა იყოს მიმართული, წინააღმდეგ შემთხვევაში ლუკაშენკო ქვეყანას ევროპის ჩრდილოეთ კორეად აქცევს.

„პასუხი ბელარუსში არსებული ზოგადი სიტუაციისკენ უნდა იყოს მიმართული, თორემ მომავალში ყველა აღმოვჩნდებით ისეთი სიტუაციის წინაშე, როდესაც ლუკაშენკო ჩემს ქვეყანას ევროპის ჩრდილოეთ კორეად აქცევს,“ - აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა