სომხეთის საგარეო უწყება - დატყვევებული სომეხი ჯარისკაცები დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა დააბრუნონ

აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის პროვოკაციული ქმედებები ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„აზერბაიჯანელი ჯარისკაცები, რომლებიც 12 მაისიდან შევიდნენ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, განაგრძობენ პროვოკაციულ ქმედებებს მთელი რიგი მიმართულებებით. ერთ-ერთი ასეთი ქმედების შედეგად, 27 მაისს გამთენიისას, აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა ალყაში მოაქციეს და ტყვედ აიყვანეს სომხეთის შეიარაღებული ძალების 6 სამხედრო მოსამსახურე, სომხეთის გეგარკუნიკის პროვინციის სასაზღვრო მონაკვეთში, საინჟინრო სამუშაოების ჩატარების დროს. აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული ეს პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას, რამაც შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას რეგიონალურ მშვიდობას და სტაბილურობას“, - აღნიშნულია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

საგარეო უწყება აზერბაიჯანულ მხარეს დაკავებული სამხედროების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ყველა ქმედებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება. ტყვედ აყვანილი სომეხი სამხედროები დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა იქნან დაბრუნებული”, - ნათქვამია განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა