ნიკოლ ფაშინიანი - სომეხი ჯარისკაცები გაიტაცეს და არა დაატყვევეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ექვს სომეხ ჯარისკაცთან დაკავშირებული გარემოებები უნდა გაირკვეს, თუმცა ის ხაზს უსვამს, რომ სინამდვილეში ადგილი ჰქონდა „ჯარისკაცების სომხეთის ტერიტორიიდან გატაცებას“.

„მიმდინარე პროცესები სრულიად მიუღებელია სომხეთისთვის და მსგავსი ინციდენტები ხდება იმის გამო, რომ ზოგს სურს, აზერბაიჯანული ძალების ჩვენს ტერიტორიაზე ყოფნას შევეგუოთ, რაც შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის ხაზგასმა, რომ არ უნდა მოხდეს ამ საკითხი საშინაო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება,“- აღნიშნა ფაშინიანმა. მისი თქმით, არსებული ვითარება პირდაპირ საფრთხეს უქმნის სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად და ეს არის შემთხვევა, როდესაც სომხეთმა ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს.

”ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ჩვენი შეიარაღებული ძალების, არმიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გარშემო. მოთხოვნა ნათელია, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა უპირობოდ უნდა დატოვონ სომხეთის ტერიტორია. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა განაგრძონ სომხეთის საზღვრების დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების ფუნქციების შესრულება. ვინაიდან სიტუაცია, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, რთულია, ამიტომ ემოციური და დაუბალანსებელი ქმედებები და განცხადებები სრულიად შეუსაბამოა,“- აღნიშნა ფაშინიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა