რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი პოლონეთის პრეზიდენტის მიერ რუსეთთან დაკავშირებით საქართველოში გაკეთებულ განცხადებას „ამორალურს“ უწოდებს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერის, ირინა იაროვაიას განცხადებით, პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადება, რომ რუსეთი ნორმალური ქვეყანა არაა, ამორალურია.

„პოლონეთის პრეზიდენტის განცხადება, პირველ რიგში, ამორალურია საკუთარ ხალხთან მიმართებაში, რომელთა ოჯახებზეც ნაციზმმა განუყრელი კვალი დატოვა და რომელიც საბჭოთა ჯარისკაცებმა გადაარჩინეს,” - განაცხადა იაროვაიამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ დუდას იდეები იმის შესახებ, თუ რა არის ნორმალური, "მკაცრად არის დამახინჯებული ადამიანის უნივერსალური ზნეობის და ისტორიული ჭეშმარიტების თვალსაზრისით."

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანდჟეი დუდამ საქართველოში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ვიზიტისას განაცხადა, რომ „რუსეთი არ არის ნორმალური სახელმწიფო, რუსეთი არ არის სახელმწიფო, რომელიც ნორმალურად იქცევა. რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა და ამის დანახვა ასეთ ადგილებში შეიძლება.“

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს