კონგოში, ვულკანის მეორედ ამოფრქვევის საშიშროების გამო, ათასობით ადამიანია ევაკუირებული

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ გომადან, ვულკან ნიირაგონგოს მეორედ ამოფრქვევის საშიშროების გამო, ათასობით ადამიანია ევაკუირებული, -ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქში, სადაც 670 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის ევაკუაცია 10 რაიონში განხორციელდა. ხელისუფლებამ ადამიანების ქალაქ საკეში გადაყვანა უზრუნველყო, რომელიც გომადან დასავლეთით, დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ათასობით ადამიანი მიემართება მეზობელი რუანდის საზღვრისკენ, ნაწილი კი ქალაქს ბორნის საშუალებით ტოვებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ვულკან ნიირაგონგოს ამოფრქვევის შედეგად, რომელიც ქალაქ გომადან 10 კილომეტრში მდებარეობს, 32 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი - უსახლკაროდ დარჩა. გაეროს ბავშვთა სააგენტოს, Unicef-ის ცნობით, მათ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაკარგული 530 ბავშვი გადაარჩინეს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია