მალიში დაკავებული პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გაათავისუფლეს

მალიში, სამხედროების მიერ დაკავებული დროებითი მთავრობის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, გაათავისუფლეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„მათ თანამდებობები დატოვეს, გათავისუფლება დაგეგმილი იყო. მათი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს”, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტ ასიმი გოიტას თანაშემწემ.

გათავისუფლებულების ადგილსამყოფელი უცნობია, რის მიზეზადაც მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელდება.

დროებითი პრეზიდენტი ბაჰ ნდაუ და პრემიერ-მინისტრი მოქტარ ოუანი 3 დღის წინ დააკავეს და სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების ორგანიზატორი ვიცე-პრეზიდენტი ასიმი გოიტა იყო, რომელიც გასული წლის აგვისტოში ქვეყანაში მომხდარ სამხედრო გადატრიალებაშიც მონაწილეობდა. მალიში გაეროს მისიამ მომხდარი დაგმო და სამხედროებს დაკავებულების "დაუყოვნებლივ და უპირობოდ" გათავისუფლებისკენ მოუწოდა. განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და დაკავებულების უპირობოდა გათავისუფლება მოითხოვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს