დიმიტრი პესკოვი - კრემლი წუხს იმის გამო, რომ რუსეთის მიმართ სიძულვილი ზოგიერთ პოლონელ პოლიტიკოსს, მათ შორის პრეზიდენტს, თვალებს უბნელებს

კრემლი წუხს იმის გამო, რომ რუსეთის მიმართ სიძულვილი ზოგიერთ პოლონელ პოლიტიკოსს, მათ შორის პრეზიდენტს, თვალებს უბნელებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ასეთი რიტორიკის მიმართ ძალიან ცუდი დამოკიდებულება გვაქვს, არ მოგვწონს და არც ვიღებთ ”, - აღნიშნა პესკოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მეგობრული, ძლიერი, თავდაჯერებული და აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

„ამ თვისებების მქონე რუსეთი ეძებს ორმხრივ სასარგებლო თანამშრომლობის მეგობრულ დამოკიდებულებას ყველა მეზობელთან, მათ შორის პოლონეთთან”, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანდჟეი დუდამ საქართველოში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ვიზიტისას განაცხადა, რომ „რუსეთი არ არის ნორმალური სახელმწიფო, რუსეთი არ არის სახელმწიფო, რომელიც ნორმალურად იქცევა. რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა და ამის დანახვა ასეთ ადგილებში შეიძლება.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა