არმენ სარქისიანი - აზერბაიჯანის პროვოკაციებმა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი პასუხი უნდა მიიღოს

აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე განხორციელებულმა პროვოკაციებმა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი პასუხი უნდა მიიღოს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ არტაკ დავთიანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომლის დროსაც აზერბაიჯანის მიერ 6 სომეხი სამხედროს დაკავების საკითხი განიხილეს.

პრეზიდენტის თქმით, ის გააგრძელებს ამ საკითხის დაყენებას საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს.

არმენ სარქისიანის განმარტებით, შესაბამისი სტრუქტურების და, პირველ რიგში, შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები, ასევე ყველა დიპლომატიური ბერკეტი შეფერხების გარეშე უნდა იქნას გამოყენებული დატყვევებული სომეხი სამხედროების დაბრუნებისათვის.

მისივე თქმით, სომხეთის სამხედრო მოსამსახურეებისა და მოქალაქეების უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს