„დიდი შვიდეული“ - ბელარუსის ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, ძალისხმევას გავაძლიერებთ, მათ შორის სანქციების გზით

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ბელარუსის ხელისუფლების ქმედებებს შესაძლოა შემდგომი სანქციები დაუპირისპირონ. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აწერენ ხელს.

„ჩვენ, „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უმკაცრესად ვგმობთ ბელარუსის ხელისუფლებს უპრეცედენტო ქმედებას დამოუკიდებელი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩისა და მისი თანმხლების, სოფია საპეგას დაპატიმრების თაობაზე. ამ ქმედებამ საფრთხე შეუქმნა მგზავრთა და ეკიპაჟის უსაფრთხოებას. ეს ასევე იყო სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი წესების სერიოზული დარღვევა. ჩვენ მოვუწოდებთ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას სასწრაფოდ მოაგვაროს ეს გამოწვევა მის წესებსა და სტანდარტებში. ეს ქმედება ასევე წარმოადგენს სერიოზულ შეტევას მედიის თავისუფლებაზე. ჩვენ ვითხოვთ რომან პროტასევიჩის, ასევე სხვა ჟურნალისტისა და პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას ბელარუსში. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას, მათ შორის შემდგომი სანქციების გზით, ბელარუსის ხელისუფლების ქმედებების ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად