მედიის ინფორმაციით, ავსტრია-რუსეთის რეისი გაუქმდა, რადგან რუსეთმა მარშრუტში ცვლილება არ დაამტკიცა, რაც ბელარუსის გვერდის ავლით ფრენას გულისხმობდა

ავსტრიის უმსხვილესი ავიაკომპანია Austrian Airlines-ის ვენა-მოსკოვის რეისი გაუქმდა, რადგან, მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ არ დაამტკიცა თვითმფრინავის მარშრუტის ცვლილება, რაც ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლას გულისხმობდა - ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

სამგზავრო-სატვირთო რეისი OS601 ვენადან მოსკოვში იყო დაგეგმილი, მაგრამ დომოდედოვოს აეროპორტმა რეისი გაუქმებულად გამოაცხადა. მანამდე კი ავსტრიულმა ავიაკომპანიამ უარი თქვა ბელარუსის საჰაერო სივრცის გავლით მოსკოვში ჩასვლაზე - იტყობინება „დოიჩე ველე“. Austrian Airlines-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფრენის ახალი მარშრუტის დადასტურება საჭიროა რუსეთის ხელისუფლებასთან.

„რუსეთის ხელისუფლებამ ნებართვა არ მოგვცა“, - აღნიშნა მან.

ავსტრიის ტრანსპორტის სამინისტრომ ასევე დაადასტურა, რომ ფრენა გაუქმებულია. მანამდე ევროკავშირმა მის სივრცეში მოქმედ ყველა გადამზიდავს მოუწოდა, თავი აარიდონ ბელარუსის ტერიტორიის თავზე გადაფრენას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა