Reuters - თურქეთმა ნატო-ში მეკავშირეები აიძულა ბელარუსის ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით რეაქცია შეერბილებინათ

თურქეთმა ნატო-ში მის მეკავშირეებზე ზეწოლა მოახდინა, რომ ბელარუსის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებული ოფიციალური რეაქცია შეერბილებინათ , - ამის შესახებ სააგენტო Reuters დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„ნატო-ს 30-მა მოკავშირემ განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმეს ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვება, მაგრამ არ ახსენეს რაიმე სადამსჯელო ზომები, რასაც ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი მოითხოვდნენ“, - წერს Reuters.

სააგენტოს ცნობით, განცხადება ნაკლებად მწვავე იყო, ვიდრე ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის საჯარო გამოსვლები. დიპლომატების ინფორმაციით, ანკარა მოითხოვდა, რომ ტექსტში არ ყოფილიყო ნახსენები ბელარუსის მიმართ დასავლური სანქციების მხარდაჭერა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოწოდებები.

ტექსტში ასევე არ უნდა ყოფილიყო ნახსენები ნატო-ს მუქარა ბელარუსთან თანამშრომლობის შეჩერების თაობაზე. აქვე სააგენტო წერს, რომ თურქეთის მოტივი უცნობია, თუმცა დიპლომატები აღნიშნავენ, რომ ამის მიზეზი შესაძლოა იყოს თურქეთის მცდელობა რუსეთთან კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოს, ასევე უზრუნველყოს ეკონომიკური კავშირები ბელარუსთან.

ამ თემაზე ჯერჯერობით კომენტარისგან თავი შეიკავა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კი აღნიშნა:

"ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადება ბელარუსის შესახებ შეთანხმდა 30 მეკავშირის მიერ კონსენსუსით. ჩვენ არ დავასახელებთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განხილვის დეტალებს, რაც არის კონფიდენციალური“. აქვე საუბარია, რომ დიპლომატების თქმით, თურქეთის მხრიდან ტონის შერბილების მოთხოვნამ გაანაწყენა არაერთი მეკავშირე, განსაკუთრებით კი პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია, რომლებიც უფრო მკაცრ ტერმინებს მოითხოვდნენ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

Reuters - თურქეთმა ნატო-ში მეკავშირეები აიძულა ბელარუსის ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით რეაქცია შეერბილებინათ

თურქეთმა ნატო-ში მის მეკავშირეებზე ზეწოლა მოახდინა, რომ ბელარუსის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებული ოფიციალური რეაქცია შეერბილებინათ , - ამის შესახებ სააგენტო Reuters დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„ნატო-ს 30-მა მოკავშირემ განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმეს ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვება, მაგრამ არ ახსენეს რაიმე სადამსჯელო ზომები, რასაც ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი მოითხოვდნენ“, - წერს Reuters.

სააგენტოს ცნობით, განცხადება ნაკლებად მწვავე იყო, ვიდრე ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის საჯარო გამოსვლები. დიპლომატების ინფორმაციით, ანკარა მოითხოვდა, რომ ტექსტში არ ყოფილიყო ნახსენები ბელარუსის მიმართ დასავლური სანქციების მხარდაჭერა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოწოდებები.

ტექსტში ასევე არ უნდა ყოფილიყო ნახსენები ნატო-ს მუქარა ბელარუსთან თანამშრომლობის შეჩერების თაობაზე. აქვე სააგენტო წერს, რომ თურქეთის მოტივი უცნობია, თუმცა დიპლომატები აღნიშნავენ, რომ ამის მიზეზი შესაძლოა იყოს თურქეთის მცდელობა რუსეთთან კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოს, ასევე უზრუნველყოს ეკონომიკური კავშირები ბელარუსთან.

ამ თემაზე ჯერჯერობით კომენტარისგან თავი შეიკავა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კი აღნიშნა:

"ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადება ბელარუსის შესახებ შეთანხმდა 30 მეკავშირის მიერ კონსენსუსით. ჩვენ არ დავასახელებთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განხილვის დეტალებს, რაც არის კონფიდენციალური“. აქვე საუბარია, რომ დიპლომატების თქმით, თურქეთის მხრიდან ტონის შერბილების მოთხოვნამ გაანაწყენა არაერთი მეკავშირე, განსაკუთრებით კი პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია, რომლებიც უფრო მკაცრ ტერმინებს მოითხოვდნენ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია