გაბრიელიუს ლანდსბერგისი - უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ აირჩიეს ევროკავშირი სტრატეგიულ პარტნიორად - ყველას ერთად სურს ევროპის მეტი ჩართულობა

ევროკავშირს სჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგია, ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

„ევროკავშირს სჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგია, რადგან ძალიან ბევრი ქვეყანა, ხალხი მიისწრაფვის ევროპული გზისკენ. ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ აირჩიეს ევროკავშირი სტრატეგიულ პარტნიორად. ბელარუსში ხალხი მიისწრაფვის დემოკრატიისკენ. სომხეთში მშვიდობა სურთ, ყველას ერთად სურს ევროპის მეტი ჩართულობა. ამიტომ ჯერ უნდა მოვუსმინოთ მათ, რას ამბობენ და ვიყოთ აქტიურად ჩართულები რეგიონში“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა ლისაბონში გაიმართა. შეხვედაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში გადაუჭრელი კონფლიქტები და მათი მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ევროკავშირის ჩართულობა იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა