აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ „ღია ცის შეთანხმებას“ აღარ დაუბრუნდება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყანა „ღია ცის შეთანხმებას“ აღარ დაუბრუნდება.

„შეერთებული შტატები სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსეთის მიერ განხორციელებულმა დარღვევებმა „ღია ცის შეთანხმებას“ ძირი გამოუთხარა. შეერთებული შტატები არ აპირებს ხელახლა შეუერთდეს მას იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა არანაირი ზომები არ მიიღო, შეთანხმების პირობების დაცვას დაბრუნებოდა“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, „ღია ცის შეთანხმების“ თანახმად, რომელიც 2002 წელს მიიღეს და რომლის ხელმომწერი 30-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის აშშ და რუსეთია, მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიაზე აწარმოონ შეუიარაღებელი საჰაერო თვალთვალი, მისი მიზანი კი გამჭვირვალობის ზრდა და შეიარაღებების კონტროლია.

შეთანხმება ვაშინგტონმა გასულ წელს დატოვა და მიზეზად რუსეთის მიერ ხელშეკრულების პირობების მუდმივად დარღვევა დაასახელა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ შეთანხმებას უახლოეს მომავალში თავადაც დატოვებს.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყანა "ღია ცის შეთანხმებას" აღარ დაუბრუნდება

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო