კერხერის თანამშრომლებმა კომპანიის კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 25 მაისს ჭავჭავაძეზე მიწისქვეშა გადასასვლელი მორეცხეს

კომპანია კერხერი კვლავ განაგრძობს მოხალისეობრივ აქტივობებს და აანონსებს სხვადასხვა სახის წმენდით სამუშაოებს მიმდინარე წელს.

პირველი აქტივობა უკვე განხორციელდა 25 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების დროს კერხერის წარმომადგენლება თბილისში ჭავჭავაძეზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი მორეცხეს. აქტივობა განხორციელდა თბილსერვისს ჯგუფის მხარდაჭერით, რომელიც უზრუნველყოფდა წყლის და ელექტრო ენერგიის მიწოდებას.

რეცხვის პროცესში გამოყენებულ იქნა კერხერის პროფესიონალური მაღალი წნევით რეცხვის HD 6/15 C ტიპის აპარატი და ღრმა დასუფთავებისთვის ხსნარი, რომელიც ასევე ხელს უშლის ბაქტერიების გავრცელებას და გამოიყენება საზოგადოებრივი ადგილების წმენდისთვის.

კერხერის წარმომადგენლების ცნობით მსგავსი პროექტები კომპანიის კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ყოველ წელს ტარდება და მომავალ პროექტებს შორის იგეგმება მსოფლიოს დასუფთავების დღისადმი მიძღვნილ აქტივობაში მონაწილეობის მიღება და ასევე ბათუმში სანაპირო ზოლის გაწმენდა მოხალისეებთან ერთად.

(R)

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება