კერხერის თანამშრომლებმა კომპანიის კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 25 მაისს ჭავჭავაძეზე მიწისქვეშა გადასასვლელი მორეცხეს

კომპანია კერხერი კვლავ განაგრძობს მოხალისეობრივ აქტივობებს და აანონსებს სხვადასხვა სახის წმენდით სამუშაოებს მიმდინარე წელს.

პირველი აქტივობა უკვე განხორციელდა 25 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების დროს კერხერის წარმომადგენლება თბილისში ჭავჭავაძეზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი მორეცხეს. აქტივობა განხორციელდა თბილსერვისს ჯგუფის მხარდაჭერით, რომელიც უზრუნველყოფდა წყლის და ელექტრო ენერგიის მიწოდებას.

რეცხვის პროცესში გამოყენებულ იქნა კერხერის პროფესიონალური მაღალი წნევით რეცხვის HD 6/15 C ტიპის აპარატი და ღრმა დასუფთავებისთვის ხსნარი, რომელიც ასევე ხელს უშლის ბაქტერიების გავრცელებას და გამოიყენება საზოგადოებრივი ადგილების წმენდისთვის.

კერხერის წარმომადგენლების ცნობით მსგავსი პროექტები კომპანიის კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ყოველ წელს ტარდება და მომავალ პროექტებს შორის იგეგმება მსოფლიოს დასუფთავების დღისადმი მიძღვნილ აქტივობაში მონაწილეობის მიღება და ასევე ბათუმში სანაპირო ზოლის გაწმენდა მოხალისეებთან ერთად.

(R)

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი - სალიანდაგო ინფრაქტრუქტურის სპეციფიურობა და მისი თავსებადობა „შუა დერეფნის“ ქვეყნებთან
ქართული პრესის მიმოხილვა 25.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრი მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს
„უკეთესად მომზადებული, უკეთესი შედეგებისთვის“ – „მოდერნ მედიქალ სოლუშენი“ ენდოვასკულარულ ქირურგიაში ახალ ტექნოლოგიებს ნერგავს