აზერბაიჯანის საგარეო უწყება - სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩვენს პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა, დაჭრილია ერთი სამხედრო მოსამსახურე

27-28 მაისის ღამეს, სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა ბაბეკის რაიონში მდებარე აშაგი ბუზგოვის დასახლებასთან ახლოს ჩვენს პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ვაცხადებთ, რომ სომხეთი სრულად პასუხისმგებელია სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ნახჭევანის მონაკვეთზე სიტუაციის გამწვავებაზე. სომხურ მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს პროვოკაციებისა და სხვა ნაბიჯებისაგან, რამაც შეიძლება სიტუაცია გააუარესოს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა და დაჭრილია ერთი ჯარისკაცი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა