სომხეთის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება სომხეთის მხრიდან ცეცხლის გახსნისა და ჯარისკაცის დაჭრის შესახებ აშკარა სიცრუეა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება სომხეთის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად სამხედრო მოსამსახურის დაჭრის შესახებ კიდევ ერთი აშკარა სიცრუეა, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ნახიჩევანის მიმართულებით ცეცხლი არ გაუხსნია.

„ჯარისკაცის დაჭრის მიზეზები აზერბაიჯანელი სამხედროების ურთიერთდამოკიდებულებისა და დისციპლინის საკითხებში უნდა ეძებოთ,“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27-28 მაისის ღამეს სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

იხილეთ ვიდეო:სომხეთი სიცრუეს უწოდებს აზერბაიჯანული მხარის განცხადებას, რომლის თანახმადაც სომხეთის მხრიდან ცეცხლის გახსნისას ჯარისკაცი დაიჭრა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს