კახა კუჭავა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერს, USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის ხელმძღვანელს, ადამ შმიდტს და USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებების და მმართველობისოფისის პროექტების მენეჯერს, რუსუდან ტაბატაძეს შეხვდა.

პარლამენტის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგსა და პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა, ასევე, USAID-ის გეგმები მიმოიხილეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. როგორც USAID-ში აღნიშნავენ, საუბარი შეეხო ევროკავშირის მედიაციით შემუშავებული დოკუმენტის დროულ და სრულყოფილ იმპლემენტაციას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა