ირაკლი კობახიძე „რიონის ხეობის მცველების“ აქციაზე - გუშინ პროტესტის ფორმები აბსოლუტურად მიუღებელი იყო

გუშინ პროტესტის ფორმები აბსოლუტურად მიუღებელი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „რიონის ხეობის მცველების“ აქციის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეთა მხარეს არგუმენტები არ არის.

„ყველა შემთხვევაში მზად ვართ, მათთანაც, ნებისმიერ მხარესთან დავსხდეთ და ერთად გავიაროთ თითოეული პუნქტი, რაზეც შეიძლება იყოს კითხვები. ეს არის სწორი ფორმა. გახსოვთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მათ დისკუსია პირადად შესთავაზა, რასაც თავი აარიდეს. ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც რწმენას ამყარებს, რომ არგუმენტები იქით მხარეს არის სუსტი და რეალურად, აინტერესებთ ამ საკითხებში არა ჩაღრმავება, არამედ პროტესტი. დაფინანსება დამატებით ამძაფრებს ამ საკითხის გარშემო გარკვეულ ეჭვებს,"- განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა