მე-11 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების წვრთნები ღამის პირობებში ჩაატარა

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების წვრთნები ღამის პირობებში ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების მიმდინარეობისას შემოწმდა ასეულის ეფექტურობა და პირადი შემადგენლობის მომზადების დონე თავდაცვითი ოპერაციების წარმოებაში.

„GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების ფაზის წვრთნების მთავარი ამოცანა მხარდამჭერ ქვედანაყოფთან ერთად სინქრონული მოქმედებებისა და თავდაცვითი ოპერაციების წარმოება იყო. ქვეითთა ბატალიონს მხარს სატანკო ოცეული, სნაიპერების ორი გათვლა, საცეცხლე და საინჟინრო ათეული უჭერდა.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო